საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გადმოსაცემ, გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაცია – ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ შესყიდულ საქონელზე დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№701
2013 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გადმოსაცემ, გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაცია – ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ შესყიდულ საქონ ე ლზე დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საამინისტროს თხოვნით, გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაცია – ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU) (შემდგომში – ორგანიზაცია) საქართველოში ახორციელებს საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობის პროექტს, რომლის ფარგლებში უნდა შეიძინოს და სამინისტროს გადასცეს კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნება კოლექტიური სარგებლობის კომპიუტერული ცენტრების მოსაწყობად.
2. პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით და ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, სახელმწიფოში პროექტის განხორციელებისას არ არის გათვალისწინებული სახელწიფო გადასახადები, მათ შორის საქონელზე დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდა, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოკითხვაში გამარჯვებულ კომპანია შპს „კა ელ ჯისთვის“ სამინისტროსთვის გადასაცემ საქონელზე დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდა.
პრემიერ-მინისტრი ბ .ივანიშვილo