ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№165
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 15/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №165

2013 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თავის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ან სხვა პროექტებიდან/წყაროებიდან შესყიდული, გადაცემული ან მიღებული ქვემოთ მოყვანილი ფარმაცევტული პროდუქტი (ამ პროგრამების/პროექტების მიზნობრივი ჯგუფის მიუხედავად) მოხმარების მიზნით გადასცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს:

ა) ტდ (TD)ტეტანუსი – დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინა – 3050 დოზა;

ბ) წწყ (MMR) წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა – 3050 დოზა;

გ) პოლიომელიტის საწინააღმდეგო ორალური ვაქცინა – 1250 დოზა;

დ) ჰეპ ბ (HepB) ჰეპატიტი B-ს საწინააღმდეგო ვაქცინა – საჭიროების გათვალისწინებით, არსებული შესაძლებლობის ფარგლებში.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                   ბ. ივანიშვილი