სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №612
2017 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოხმარების მიზნით, გადასცეს თავის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტი და ასაცრელი მასალა (ამ პროგრამების მიზნობრივი ჯგუფის მიუხედავად):
ა) პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ბივალენტური ორალური ვაქცინა - 800 (რვაასი) დოზა;
ბ) წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა (ჯერი ლინის შტამზე დამზადებული) - 600 (ექვსასი) დოზა;
გ) ტეტანუსი - დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინა - 1500 (ერთი ათას ხუთასი) დოზა;
დ) შპრიცი 0,5 მლ - 2100 (ორი ათას ასი) ცალი;
ე) შპრიცი 2,0 მლ - 300 (სამასი) ცალი;
ვ) შპრიცების გასანადგურებელი უსაფრთხო ყუთი - 30 (ოცდაათი) ცალი.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი