პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№572
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021154
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №572

2016 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის ინიციატივის ფარგლებში შემუშავებული „პოლიომიელიტის ერადიკაციის და „დასასრულის“ სტრატეგიული გეგმის 2013 -2018“ შესრულების მიზნით, ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორის 2015 წლის 31 მარტის მომართვის გათვალისწინებით:

1. პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის მიზნით, სამვალენტიანი ვაქცინის დარჩენილი მარაგის გამოთხოვისა და მისი ჩამოწერის/განადგურების მიზნით , დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი) , უზრუნველყოს შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდული და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისათვის გადაცემული სამვალენტიანი ვაქცინის მოგროვება და შემდგომში მათი ცენტრალიზებულად ჩამოწერისათვის/განადგურებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა უზრუნველყონ მათ ტერიტორიაზე არსებული, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და სოფლის ექიმებიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან მიღებული და შემდგომ მათზე გადაცემული სამვალენტიანი ვაქცინის დარჩენილი მარაგის უკან დაბრუნება/გამოთხოვა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისათვის გადაცემა/დაბრუნება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი