იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1551
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019622
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1551

2015 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ

 „საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის №422 განკარგულების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილ ასიგნებებში განახორციელოს ცვლილება და პროგრამული კოდი: 34 02 01 – არაფინანსური აქტივების ზრდის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი, შეამციროს 804 000 (რვაას ოთხი ათასი) ლარით და აღნიშნული თანხა მიმართოს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის ფულადი დახმარების გაწევისა და მათთვის საცხოვრებელი ფართობების დაქირავებისათვის, ყოველთვიური სოციალური დახმარებების გაცემის მიზნით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                  ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.07.2015.
როდის იქნა მიღებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“?
„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 16.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1551. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019622.
სად არის „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“, №1551, 16.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019622 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2919835/