საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1275
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021722
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1275

2016 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიების თაობაზე

 „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის    9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 34 01 01) მიმართოს საჭირო თანხა ერთი ერთეული სპეციალიზებული კლასის ავტომობილის (პიკაპი) და ერთი ერთეული მე-3 კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის მიზნით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         გიორგი კვირიკაშვილი