საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №289
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
„ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ივლისის №1196 განკარგულებით განსაზღვრული სოფლების (მანანაური, ცხუმალდი, ბავარი და ხაჩეში) ელექტრიფიცირებასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 535 737 (ხუთას ოცდათხუთმეტი ათას შვიდას ოცდაჩვიდმეტი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი