„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №289 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2627
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022787
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2627

2016 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან      საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის  თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 №289 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №289 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზოგიერთი სოფლის ელექტროფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ივლისის №1196 განკარგულებით განსაზღვრული სოფლების (მანანაური, ცხუმალდი, ბავარი და ხაჩეში) ელექტროფიცირებასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს  გამოუყოს 347 437 (სამას ორმოცდაშვიდი ათას ოთხას ოცდაჩვიდმეტი) ლარი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი