ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №405
2014 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია ამ განკარგულების დანართში მითითებული ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული, სოფლების ელექტრიფიცირებასთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.
3. სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ამ განკარგულების დანართში მითითებული სოფლების ელექტრიფიცირების განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ სათანადო ქმედებები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
დანართი
| № | რეგიონი | მუნიციპალიტეტი | სოფელი | აბონენტთა რაოდენობა | |
| მუდმივი მცხოვრები | სეზონური | ||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
|
|
|
|
|
|
|
| 1 | კახეთი | გურჯაანი | ჭერემი | 15 | 20 |
| 2 | მცხეთა-მთიანეთი | დუშეთი | კაწალხევი | 9 | 12 |
| 3 | ქვემო ქართლი | დმანისი | სოგუთლო | 5 | 13 |
| 4 | შიდა ქართლი | კასპი | ცხავერი | 10 | 25 |
| 5 | შიდა ქართლი | ქარელი | ოქროსოფელი | 3 | 14 |
|
|
|
|
|
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- „ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 12.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №405. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016780.
- სად არის „ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“, №405, 12.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016780 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2283085/