ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1196
2014 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია ამ განკარგულების დანართში მითითებული სოფლების ელექტრიფიცირებისმიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სოფლების ელექტრიფიცირებასთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული სოფლების ელექტრიფიცირების განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ სათანადო ქმედებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
| № | რეგიონი | მუნიციპალიტეტი | სოფელი |
აბონენტთა რაოდენობა | |
| მუდმივი მცხოვრები | სეზონური | ||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
|
|
|
|
|
|
|
| 1 | სვანეთი | ლენტეხი | მანანაური | 2 | 9 |
| 2 | სვანეთი | ლენტეხი | ცხუმალდი | 1 | 1 |
| 3 | სვანეთი | ლენტეხი | ბავარი |
22 |
25 |