„ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის №812 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018428
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №5

2015 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

,,ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის №812 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის №812 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

       ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სოფლების (გარდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელუბნის ელექტრიფიცირების მიზნით სამშენებლო სამუშაოებისა) ელექტრიფიცირებასთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელუბნის ელექტრიფიცირების მიზნით, სამშენებლო სამუშაოები განხორციელდეს ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“;

       ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი  შინაარსის 21 პუნქტი:

      ,,21.„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ,ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელუბნის ელექტრიფიცირების მიზნით, საჭირო სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი