ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №689
2016 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თავის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული ქვემოთ მოყვანილი ფარმაცევტული პროდუქტი და სახარჯი მასალა (ამ პროგრამების/პროექტების მიზნობრივი ჯგუფის მიუხედავად) მოხმარების მიზნით გადასცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს:
ა) ტეტანუსი-დიფთერიის (მოზრდილთათვის) საწინააღმდეგო ვაქცინა - 700 (შვიდასი) დოზა;
ბ) პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ბივალენტური ორალური ვაქცინა - 800 (რვაასი) დოზა;
გ) წითელა - წითურა - ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა (ჯერი ლინის შტამზე დამზადებული) - 700 (შვიდასი) დოზა;
დ) შპრიცი 0,5 მლ - 1400 (ათას ოთხასი) ცალი;
ე) შპრიცი 2,0 მლ - 350 (სამას ორმოცდაათი) ცალი;
ვ) შპრიცების გასანადგურებელი უსაფრთხო ყუთი - 30 (ოცდაათი) ცალი.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყონ, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.04.2016.
- როდის იქნა მიღებული „ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- „ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 22.04.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №689. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021288.
- სად არის „ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.04.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“, №689, 22.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021288 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3278018/