შპს „გზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№715
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 05/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№715

2013 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „გზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74  მუხლის საფუძველზე, შპს „გზა“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან ორი თვის ვადით და ქობულეთის მუნიციპალიტეტ ში, სოფ. ქვედა სამების მიმდებარე ტერიტორიაზე მდ. კინტრიშზე განახორციელოს 5 133 (ხუთი ათას ას ოცდაცამეტი)მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვება შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:

                                                                      

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


2. შპს „გზამ“ უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება.

3. შპს „გზამ“ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 893 (რვაას ოთხმოცდაცამეტი)ლარის გადახდა ერთი თვის ვადაში.

4. შპს „გზამ“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში შესაბამის ორგანოში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის რაოდენობის შესახებ.

5. შპს „გზის“ მიერ, ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი