საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და სს „ალიანს ენერჯის“ შორის 2011 წლის 18 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№831
2013 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და სს „ალიანს ენერჯის“ შორის 2011 წლის 18 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად სს „AE-SGI Energy I“-ის წინადადება 2011 წლის 18 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო გარანტიის იმავე ოდენობის ახალი საბანკო გარანტიით ჩანაცვლების თაობაზე.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და სს „AE-SGI Energy I“-ს შორის დასადები შეთანხმების პროექტი.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კ. კალაძემ.
4. ამ განკარგულების მეორე პუნქტში მითითებული შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სახელით შესაბამისი ქმედებების (მათ შორის, 340 000.00 აშშ დოლარის ოდენობის ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენის სანაცვლოდ, არსებული 340 000.00 აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე შესაბამის ბანკში წარსადგენ წერილზე ხელმოწერა) განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კ. კალაძეს.
პრემიერ‑მინისტრი ბ . ივანიშვილი