სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „AE-SGI Energy I“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2217
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022423
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2217

2016 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „AE-SGI Energy I“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუქსიეთში მდებარე 5330 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 ჰესის შენობა (მშენებარე) და №2 სადაწნეო აუზი (მშენებარე) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №28.21.23.311), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 26650 (ოცდაექვსი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „AE-SGI Energy I“-ს (ს/კ: №404421915).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღეში;

ბ) საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ (ს/კ: №205170036) და სს „ალიანს ენერჯის“ (ს/კ: №404393553) (უფლებამონაცვლე: სს „AE-SGI Energy I“) შორის 2011 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (2012 წლის 19 ივნისსა და 2016 წლის 22 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) გათვალისწინებული „ნაბეღლავი ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი