გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №73
2014 წლის 1 6 იანვარი
ქ. თბილისი
გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების ენერგიის დეპარტამენტს (აშშ), უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს (უკრაინა), სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტსა (საქართველო) და სსიპ – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს (საქართველო) შორის „ახალი ნანოსტრუქტურული Cu-Ta და Ag-Ta კომპოზიტების დამზადება გაუმჯობესებული ელექტრონული და სიმტკიცის მახასიათებლებით“ შესახებ პარტნიორული პროექტის ხელშეკრულება - P552-ის პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი