გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის მოწონების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№680
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 12/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №680

2012 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის მოწონების თაობაზე

„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის N126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ცენტრს (უკრაინა), გლობალურ უსაფრთხოებაში მონაწილეობისა და თანამშრომლობის ოფისს (ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაცია (აშშ)), სსიპ – სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტსა და ეროვნულ სამეცნიერო ცენტრ ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტს შორის გასაფორმებელი „რადიაციამოდიფიცირებული იონ-იმპლანტაციური მასალების“ შესახებ ერთობლივი საპარტნიორო პროექტის ხელშეკრულება – P466.

პრემიერ-მინისტრი                                                                              ნ. გილაური