საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-31
სარეგისტრაციო კოდი
340170000.22.032.016134
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-31

2014 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის  28 დეკემბრის №482 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემა თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად (დანართი №1) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემის გამოყენების წესი (დანართი №2).
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია



დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს

ემბლემა


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის მწვანე არშიის თეთრ ველზე გამოსახულია ხელის გულზე განთავსებული ვაზი.

ფარს გარს აკრავს თხელი მწვანე არშია, რომლის თეთრ ფონზე არის შავი წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე: ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო”.


დანართი №2
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს

ემბლემის გამოყენების წესი


მუხლი 1
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ემბლემა (შემდგომში – ემბლემა) არის სამინისტროს ოფიციალური სიმბოლო.
მუხლი 2
სამინისტროს ემბლემა შეიძლება განთავსდეს სამინისტროს სხდომათა დარბაზსა და  ოფიციალურ გამოსვლათა სხვადასხვა ტრიბუნაზე.
მუხლი 3
ემბლემა შეიძლება გამოისახოს:

ა) სამინისტროს ბლანკებზე;

ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე;

გ) სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და პოლიგრაფიულ ნაწარმზე;

დ) სამინისტროს ვებგვერდზე;

ე) სამინისტროს მიერ მომზადებულ კინო-, ვიდეო- და ფოტო მასალაზე;

ვ) სამინისტროს შეკვეთით დამზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო და სუვენირულ პროდუქციაზე;

ზ) სამინისტროს შენობის ფასადზე.

მუხლი 4
სამინისტროს ემბლემის არადანიშნულებისამებრ გამოყენება აკრძალულია.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.01.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.01.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-31. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.22.032.016134.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“, №2-31, 31.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016134 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2214664/