პირველადი ჯანდაცვის ზოგიერთი დაწესებულების მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №542
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
პირველადი ჯანდაცვის ზოგიერთი დაწესებულების მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
1. პირველადი ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტისა და 201 მუხლის შესაბამისად,წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების საფუძველზე ეთხოვოთ ახმეტის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების გამგეობებს, რომ უზრუნველყონ ამ განკარგულების დანართში*მითითებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მშენებლობის ნებართვების გაცემა გამარტივებული წესით და მათი ექსპლუატაციაში მიღება.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი
პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები
№
რაიონი
სოფელი
სტატუსი
დეტალური ინფორმაცია
1
თელავი
იყალთო
ახალი შენობა. დასრულებულია
●არ არის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის ნაკვეთზე
● არქიტექტურული ნახაზი არ არის შეთანხმებული
● არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი (დამოკიდებულია ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე)
2
თელავი
ლაფანყური
რეაბილიტაცია დასრულებულია
● იყო სოფლის საკრებულოს ბალანსზე, მაგრამ ქონების მართვაში რეორგანიზაციის შედეგად ამჟამად არ არის გამოკვეთილი იურიდიული მფლობელი
● არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი (დამოკიდებულია ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე)
3
თელავი
სანიორე
რეაბილიტაცია დასრულებულია
● შესრულდა სოფლის არსებული ამბულატორიის რეაბილიტაციის სამუშაოები
● შენობა იმყოფება თელავის პოლიკლინიკური გაერთიანების ბალანსზე
● არ საჭიროებს მიღება-ჩაბარების აქტს
● აქედან გამომდინარე შენობა მზადაა ფუნქციონირებისათვის
4
ახმეტა
ქისტაური
ახალი შენობა. დასრულებულია
● არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა
● არქიტექტურული ნახაზი არ არის შეთანხმებული
● მიღება-ჩაბარების აქტი არ არის გაფორმებული
●(დამოკიდებულია ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე)
5
ახმეტა
დუისი
ახალი შენობა. დასრულებულია
●არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა
●არქიტექტურული ნახაზი არ არის შეთანხმებული
●მიღება-ჩაბარების აქტი არ არის გაფორმებული (დამოკიდებულია ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე)
6
ახმეტა
ომალო
რეაბილიტაცია დასრულებულია
●შენობა ირიცხებოდა ქვემო ალვანის სამედიცინო დისპანსერის ბალანსზე, მაგრამ ქონების მართვაში რეორგანიზაციის შედეგად ამჟამად არ არის გამოკვეთილი იურიდიული მფლობელი
7
ახმეტა
ჯოყოლო
ახალი შენობა. დასრულება იგეგმება 2007 წლის ივნისის ბოლოს
●არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა
●არ არის გაცემული პჯც-სათვის მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული განკარგულება
8
ახმეტა
ზემო ხოდაშენი
რეაბილიტაცია დასრულებულია
●პჯც განთავსებულია სოფლის ადმინისტრაციის შენობაში, რომელიც ირიცხებოდა საკრებულოს ბალანსზე, მაგრამ ქონების მართვაში რეორგანიზაციის შედეგად ამჟამად არ არის გამოკვეთილი შენობის იურიდიული მფლობელი
9
ახმეტა
კასრისწყალი
ახალი შენობა. დასრულებულია
●არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა
●არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი (დამოკიდებულია ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე)
10
ყვარელი
ენისელი
ახალი შენობა. დასრულებულია
●ყვარლის გამგეობის განმარტებით ყველა დოკუმენტაცია მზადაა, მაგრამ საჭიროებს მშენებლობისათვის მოსაკრებლის გადახდას. მოსაკრებლის გადახდა არ მოუთხოვიათ სხვა რაიონებში
11
ყვარელი
მთისძირი
ახალი შენობა. დასრულებულია
●ყვარლის გამგეობის განმარტებით, ყველა დოკუმენტაცია მზადაა, მაგრამ საჭიროებს მშენებლობისათვის მოსაკრებლის გადახდას. მოსაკრებლის გადახდა არ მოუთხოვიათ სხვა რაიონებში
12
ყვარელი
შილდა
ახალი შენობა. დასრულებულია
●ყვარლის გამგეობის განმარტებით ყველა დოკუმენტაცია მზადაა, მაგრამ საჭიროებს მშენებლობისათვის მოსაკრებლის გადახდას. მოსაკრებლის გადახდა არ მოუთხოვიათ სხვა რაიონებში
13
ყვარელი
გავაზი
რეაბილიტაცია დასრულებულია
●შენობა იმყოფება გავაზის პოლიკლინიკური გაერთიანების ბალანსზე. 100% სახელმწიფო წილი
●არსებული ამბულატორია
მზადაა ფუნქციონირებისათვის
14
ყვარელი
ბალღოჯიანი
რეაბილიტაცია დასრულებულია
●შენობა ირიცხებოდა სოფლის საკრებულოს ბალანსზე, მაგრამ ქონების მართვაში რეორგანიზაციის შედეგად ამჟამად არ არის გამოკვეთილი იურიდიული მფლობელი
● არსებული ამბულატორია
15
ყვარელი
საბუე
რეაბილიტაცია დასრულებულია
●შენობა ირიცხება ყვარლის პოლიკლინიკური გაერთანების ბალანსზე
●არ არის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
●არსებული ამბულატორია
16
ლაგოდეხი
ცოდნისკარი
ახალი შენობა. დასრულებულია
●არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა
●არ არის დადგენილება მიწის გამოყოფის შესახებ
17
ლაგოდეხი
ლელიანი
ახალი შენობა. დასრულებულია
●არ არის გაცემული მშენებ-ლობის ნებართვა
●არ არის დადგენილება მიწის გამოყოფის შესახებ
18
ლაგოდეხი
ულიანოვკა
ახალი შენობა. დასრულებულია
●მშენებლობის ნებართვა გაცემულია რაიონის გამგებლის მიერ. (განსხვავებული ფორმით, სხვა რაიონებთან შედარებით)
●არ არის დადგენილება მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით (რაიონის ეკონომიკური სამსახურის განმარტებით ამჟამად მიწის გამოყოფის უფლებამოსილება შეჩერებულია)
●არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი (დამოკიდებულია ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე)
19
ლაგოდეხი
აფენი
ახალი შენობა. დასრულებულია
●არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა
●არ არის დადგენილება მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით (რაიონის ეკონომიკური სამსახურის განმარტებით ამჟამად მიწის გამოყოფის უფლებამოსილება შეჩერებულია)
●არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი (დამოკიდებულია ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე)
20
სიღნაღი
ნუკრიანი
რეაბილიტაცია დასრულებულია
●შენობა ირიცხებოდა სოფლის საკრებულოს ბალანსზე, მაგრამ ქონების მართვაში რეორგანიზაციის შედეგად ამჟამად არ არის გამოკვეთილი იურიდიული მფლობელი
●არსებული ამბულატორია
21
სიღნაღი
ანაგა
ახალი შენობა. დასრულებულია
●მშენებლობის ნებართვა გაცემულია სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ (განსხვავებული ფორმით სხვა რაიონებთან შედარებით)
●არ არის დადგენილება მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით
●არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი (დამოკიდებულია ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე)
22
სიღნაღი
ერისიმედი
რეაბილიტაცია დასრულებულია
●შენობა ირიცხებოდა სოფლის საკრებულოს ბალანსზე, მაგრამ ქონების მართვაში რეორგანიზაციის შედეგად ამჟამად არ არის გამოკვეთილი იურიდიული მფლობელი
არსებული ამბულატორია
23
სიღნაღი
ქვემო ბოდბე
რეაბილიტაცია დასრულებულია
●შენობა ირიცხებოდა სოფლის საკრებულოს ბალანსზე, მაგრამ ქონების მართვაში რეორგანიზაციის შედეგად ამჟამად არ არის გამოკვეთილი იურიდიული მფლო-ბელი
არსებული ამბულატორია
24
გურჯაანი
კაჭრეთი
ახალი შენობა. დასრულებულია
●არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა
●არქიტექტურული ნახაზები არ არის შეთანხმებული
●მიღება ჩაბარების აქტი არ არის გაფორმებული (დამოკიდებულია ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე)
25
გურჯაანი
ჩალაუბანი
რეაბილიტაცია დასრულებულია
●პჯც განთავსებულია სოფლის ყოფილი ადმინისტრაციის შენობაში, რომელიც ირიცხებოდა სოფლის ბალანსზე. ქონების მართვაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად არ არის გამოკვეთილი იურიდიული მფლობელი
●მიღება-ჩაბარების აქტი არ
●არის გაფორმებული (დამოკიდებულია ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე)
26
გურჯაანი
არაშენდა
რეაბილიტაცია დასრულებულია
შენიშვნების გარეშე
27
გურჯაანი
კარდენახი
რეაბილიტაცია დასრულებულია
●პროექტის დაწყებისას შენობა ეკუთვნოდა შპს „კარდენახს“, ქონების მართვაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად არ არის გამოკვეთილი შენობის იურიდიული მფლობელი
●არსებული ამბულატორია
28
საგარეჯო
Bბადიაური
რეაბილიტაცია დასრულებულია
●შენობა შეძენილია „მერლინ”-ის მიერ
●ირიცხება მერლინის სახელზე, ველოდებით მითითებას, თუ რომელ უწყებას გადაეცეს აღნიშნული შენობა
●მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია
29
საგარეჯო
მანავი
ახალი შენობა. დასრულებულია
●ველოდებით ამონაწერს საჯარო რეესტრიდან მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით
30
საგარეჯო
პატარძეული
ახალი შენობა. დასრულებულია
●შენიშვნების გარეშე
31
საგარეჯო
გომბორი
რეაბილიტაცია დასრულებულია
●პჯც განთავსებულია სოფლის ყოფილი ადმინისტრაციის შენობაში, რომელიც ირიცხებოდა სოფლის ბალანსზე. ქონების მართვაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად არ არის გამოკვეთილი იურიდიული მფლობელი
გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი
32
დედოფლისწყარო
ზემო მაჩხაანი
რეაბილიტაცია დასრულებულია
●შენიშვნების გარეშე
33
დედოფლისწყარო
ზემო ქედი
რეაბილიტაცია დასრულებულია
●შენიშვნების გარეშე
34
დედოფლისწყარო
ფიროსმანი
რეაბილიტაცია დასრულებულია
●შენიშვნების გარეშე
35
დედოფლისწყარო
სამთაწყარო
რეაბილიტაცია დასრულებულია
●შენიშვნების გარეშე
36
დედოფლისწყარო
საბათლო
ახალი შენობა. დასრულებულია
●არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა
●არ არის შეთანხმებული არქიტექტურული ნახაზი
●არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი (დამოკიდებულია ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე)
37
თელავი
ბავშვთა პოლიკლინიკა
ახალი შენობა. მიმდინარეობს
მშენებლობა
●ველოდებით მშენებლობის ნებართვას მიწის მესაკუთრისაგან „თელავის ბავშვთა პოლიკლინიკა”
38
თელავი
წინანდალი
ახალი შენობა. მიმდინარეობს
მშენებლობა
●არ არის შეთანხმებული არქიტექტურული ნახაზები
●არ არის გადაწყვეტილი მიწის გამოყოფის საკითხი
39
თელავი
ყარაჯალა
ახალი შენობა. მიმდინარეობს
მშენებლობა
●ველოდებით მშენებლობის ნებართვას მიწის მესაკუთრისაგან „თელავის პოლიკლინიკური გაერთიანება”
40
გურჯაანი
ახტალა
ახალი შენობა. მიმდინარეობს
მშენებლობა
●არ არის გადაწყვეტილი მიწის გამოყოფის საკითხი
41
გურჯაანი
ველისციხე
რეაბილიტაცია მიმდინარეობს
●ველოდებით რეაბილიტაციის ნებართვას შენობის მესაკუთრისგან „გურჯაანის პოლიკლინიკური გაერთიანება”
42
გურჯაანი
ვაზისუბანი
რეაბილიტაცია მიმდინარეობს
●შენობა ირიცხებოდა სოფლის საკრებულოს ბალანსზე, მაგრამ ქონების მართვაში რეორგანიზაციის შედეგად ამჟამად არ არის გამოკვეთილი იურიდიული მფლობელი
43
ლაგოდეხი
კაბალი
ახალი შენობა
●ველოდებით რეაბილიტაციის ნებართვას შენობის მესაკუთრისგან „ლაგოდეხის პოლიკლინიკური გაერთიანება”
44
სიღნაღი
პოლიკლინიკა
ახალი შენობა
●ველოდებით მიწის გამოყოფასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას
45
სიღნაღი
ტიბაანი
რეაბილიტაცია მიმდინარეობს
●შენობა ირიცხებოდა სოფლის საკრებულოს ბალანსზე, მაგრამ ქონების მართვაში რეორგანიზაციის შედეგად ამჟამად არ არის გამოკვეთილი იურიდიული მფლობელი
46
სიღნაღი
წნორი
ახალი შენობა
●ველოდებით მშენებლობის ნებართვას მიწის მესაკუთრისაგან „სიღნაღის პოლიკლინიკური გაერთიანება”
47
ყვარელი
ახალსოფელი
რეაბილიტაცია
●ველოდებით რეაბილიტაციის ნებართვას შენობის მესაკუთრისგან „ახალსოფლის პოლიკლინიკური გაერთიანება”
48
ახმეტა
ქვემო ალვანი
ახალი შენობა
●არ არსებობს დოკუმენტაცია
49
საგარეჯო
იორმუღანლო
ახალი შენობა
●არ არსებობს დოკუმენტაცია
50
თელავი
ფშაველი
ახალი შენობა
●არ არის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი
არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა
51
საგარეჯო
კაკაბეთი
ახალი შენობა
●არ არსებობს დოკუმენტაცია
52
დედოფლისწყარო
ქვემო ქედი
ახალი შენობა
●არ არსებობს დოკუმენტაცია