საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1
2013 წლის 11იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გან სა ხორციელებ ელი ღონისძიების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2013 წლის 15-27 იანვარს, ქ. სოჭში (რუსეთის ფედერაცია) გასამართ მხიარულთა და საზრიანთა კლუბების 24‑ე საერთაშორისო ფესტივალსა და 2013 წელს საერთაშორისო კავშირ KBH-ის შესაბამისი ლიგის თამაშებში საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გუნდის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.
2. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის № 9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს მიმწოდებ ლის (შემსრულებლის) მიერ შემსყიდველ ი ორგანიზაცი ისათვის წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტი ის წარდგენის ვალდებულება(წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში).
პრემიერ- მინისტრი ბ. ივანიშვილი