„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ნოემბრის №183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №12/ნ |
|
2014 წლის 29 იანვარი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერეიბს მინისტრის 2013 წლის 22 ნოემბრის №183/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/11/2013, 480180000.22.022.016703) შევიდეს ცვლილება და ბრძანების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი 5.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 5.2 საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წელი; გ)კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office Power Point) კარგად ცოდნა; დ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს: დ.ა) იურისტად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება; დ.ბ) საერთო სასამართლოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვისას მხარის წარმომადგენლად მონაწილეობის გამოცდილება. ე) სასურველია უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა. 5.3 საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კანონი ”ზოგადი განათლების შესახებ”; ბ) საქართველოს კანონი ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”; გ) საქართველოს კანონი ”საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი”; დ) საქართველოს კანონი ”საქართველოს სამოქალაქო კოდექსი”; ე) საქართველოს კანონი ”საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი”; ვ) „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანება; ზ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანება; თ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №05/ნ ბრძანება; ი) „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანება; კ) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.”. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|