განჩინება სს „იონის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2 / 15 -09 წ .
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
201 4 წლი ს 22 იანვარი
ქ . ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ნიკურაძემ განიხილა სს ,,იონის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სს ,,იონის’’ რეაბილიტაციის საქმე.
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,იონის’’ რეაბილიტაციის მმართველმა ზურაბ ჩხეიძემ და ითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს სს ,,იონის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს სს ,,იონის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრება 201 4 წლის 27 იანვარს 15 :00 საათზე .
2. კრედიტორთა კრება შედგება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შენობაში (ქალაქი ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №7, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).
3. კრებაზე განხილული იქნას შემდეგი საკითხი:
ა) სს ,,იონის’’ რეაბილიტაციის მმართველის ზურაბ ჩხეიძის განცხადება რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე;
ბ) ახალი მმართველის დანიშვნა;
გ)ახალი მმართველისათვის უფლებამოსილების განსაზღვრა.
4 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.
5 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მის. ქ. ზესტაფონი, წერეთლის №7). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე შოთა ნიკურაძე