ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №406
2006 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
ქუთაისი- ტყიბულის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის ღონისძიებათა შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაცია შპს „საქართველოს რკინიგზის” მიერ ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის შესახებ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:
ა) სსიპ _ საწარმოთა მართვის სააგენტომ და შპს „საქართველოს რკინიგზამ” კანონმდებლობით დადგენილი წესითა და წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშების მიხედვით უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების განხორციელება ტყიბულის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მონაკვეთის აღსადგე-ნად და ქვანახშირის გადაზიდვის ხელშესაწყობად;
ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.08.2006.
- როდის იქნა მიღებული „ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის ღონისძიებათა შესახებ“?
- „ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 30.08.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №406. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.08.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის ღონისძიებათა შესახებ“, №406, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2222898/