2009 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასა და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 130
2013 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
2009წლის 14მაისს საქართველოს მთავრობას ა და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერის“ წინადადება საქართველოს მთავრობას ა და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის 2009 წლის14 მაისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმ თან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ნოემბრის №1939 განკარგულება „2009 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასა და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“.
2. დაევალოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქართველოს მთავრობასა და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის 2009 წლის 14 მაისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარმოდგენა.ამასთან, აღნიშნული შეთანხმების პირობებად განისაზღვროს:
ა) ბახვი 3 ჰესის მშენებლობის დასრულების და ექსპლუატაციაში მიღების ვადა - 2013 წლის 1 სექტემბერი;
ბ) კომპანიის მიერ მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა - 1 666 000 აშშ დოლარი;
გ) 2012 წლის სექტემბერში მომხდარი შემთხვევით (მეწყერი) გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია;
დ) ბახვი 3 ჰესის სამშენებლო სამუშაოების წარმოება მოქმედი კანონმდებლობის, გარემოსდაცვითი, სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.
პრემიერ-მინისტრ ი ბ . ივანიშვილი