საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№185
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 10/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №185

2009 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროს აპარატისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 25 01). კერძოდ, შეისყიდოს:

ა) ექვსი ავტომობილი, 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, სამინისტროს აპარატისათვის;

ბ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის (ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №12) 6798მ2 ფართობის სარემონტო სამუშაოები, 1 930 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური