ქ. თბილისში, გალის ქ. №19-ში მდებარე „კოლხური კოშკისათვის“ ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №212
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, გალის ქ. №19-ში მდებარე „კოლხური კოშკისათვის“ ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის საფუძველზე:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ქ. თბილისში, გალის ქ. №19-ში მდებარე „კოლხურ კოშკს“ დანართით გათვალისწინებულ საზღვრებში.
2. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
(სააღრიცხვო ბარათი)
1. სახელწოდება – „კოლხური კოშკი“.
2. ადგილმდებარეობა – ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი (სექტორი მთაწმინდა), გალის ქუჩა №19.
3. სახეობა – მემორიალური.
4. თარიღი (პერიოდი, საუკუნე, ზუსტი თარიღი) – 1957 წელი.
5. ფუნქცია – საერო.
6. საკუთრება – ფიზიკური პირი.
7. ფიზიკური მდგომარეობა – საშუალო.
8. მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელიც უკავია
ძეგლს – 4875 კვ.მ.