მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №217
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
„ღროულის“ წყაროს ბაზაზე ქ. ფოთის თვითდინებითი წყალმომარაგების მილსადენის ქვეყნისათვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების 51-ე მუხლის შესაბამისად:
1. ეთხოვოს თვითმმართველი ქალაქი ფოთის მერიას არსებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე შეითანხმოს „ღროულის“ წყაროს ბაზაზე ქ. ფოთის თვითდინებითი წყალმომარაგების პკ 0-დან პკ 153+53-მდე და პკ 153+53-დან პკ 460+05-მდე მილსადენის მშენებლობის პროექტი.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად შეთანხმებული პროექტისა და წარდგენილი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე გასცეს მშენებლობის ნებართვა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.03.2009.
- როდის იქნა მიღებული „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“?
- „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 19.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №217. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“, №217, 19.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2225930/