ქ. თბილისი ქ. ბათუმის ნავსადგურში მრავალმიზნობრივი ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№513
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 17/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №513

2005 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქ. ბათუმის ნავსადგურში მრავალმიზნობრივი ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ

ქ. ბათუმის ნავსადგურში მრავალმიზნობრივი ტერმინალის ქვეყნისათვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ქ. ბათუმის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურმა არსებული საპროექტო დოკუმენტაციის, გარემოს დაცვის ნებართვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე შეითანხმოს ქ. ბათუმის ნავსადგურში მრავალმიზნობრივი ტერმინალის მშენებლობის პროექტი.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გასცეს მშენებლობის ნებართვა განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად შეთანხმებული პროექტის საფუძველზე.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ზ. ნოღაიდელი