ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№125
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 07/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №125

2007 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ

ქ. სიღნაღის რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის მიზნით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ 5 000 მ3 სამასალე მერქნის გამოყოფა.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული სამასალე მერქნის ჭრა განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და უზრუნველყოს მოჭრილი მერქნის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი სამასალე მერქნის ქ. სიღნაღის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.03.2007.
როდის იქნა მიღებული „ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“?
„ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ მიღებულია 07.03.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №125. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.03.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“, №125, 07.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2167346/