დ. ძაგნიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ დადგენილების პროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №301
2006 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
დ. ძაგნიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ დადგენილების პროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრების მ. ჯებაშვილის, მ. მოლოდინის, მ. კაცაძის, ნ. პარუნაშვილის, კ. კუკავას, მ. გოცირიძის, გ. ჯოჯუას, ზ. დოლიძის, ბ. გუჯაბიძისა და ბ. ხურციძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „1801 წლიდან საქართველოში რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებული რელიგიური პოლიტიკის უკანონოდ გამოცხადების შესახებ” დადგენილების პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი