დ. ძაგნიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№307
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 28/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №307

2006 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

დ. ძაგნიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის შესახებ” საქართველოს კა-ნონში ცვლილების შეტანის შესახებ”, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, ,,საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ” და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონების პროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი