დ. ძაგნიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№300
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 28/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №300

2006 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

დ. ძაგნიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე~, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი    ზ. ნოღაიდელი