ნ. ფრუიძისა და ა. დიდებულიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №323
2006 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
ნ. ფრუიძისა და ა. დიდებულიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „სოციალური დახმარების სისტემის შესახებ”, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციების მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, „შვილობილად აყვანის შესახებ” და „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე დიდებულიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი