თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "გუდვილი"-ს რეაბილიტაციის დაწყების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13628-13
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2014 წელი 30 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
მოვალე - შპს „გუდვილი ” ( ს . კ 206343991)
დირექტორი – ბესიკ ჯიქურაული
წარმომადგენლები – 1. ლაშა ნოდია
2. დავით გლუნჩაძე ,
3. თეა ზაალიშვილი ,
4. ნინო გელაშვილი .
მეურვე აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენლები - 1. ნათია სახოკია ,
2. თამაზ კიკიანი ,
3. ვასილ ხაჭაპურიძე .
მოთხოვნა – მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2014 წლის 30 იანვარს კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,გუდვილის’’ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ. კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს რეაბილიტაციის პროცედურის დაწყებას.
სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ რეაბილიტაციის პროცედურის დაწყება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ მე-7, მე-8, 27-ე, 28-ე, 33-ე და 43-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-284-ე მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს 2014 წლის 13 იანვრის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,გუდვილის’’ მიმართ რეაბილიტაციის განხორციელების პროცედურის დაწყების შესახებ;
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’,სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი