საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება NB11162532/3

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№B11162532/3
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გადაწყვეტილება  № B11162532/3 ( 10 ნოე მბერი 2011წ., 15:59:54 )

 

ხარვეზის დადგენის შესახებ

 

 

სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა განცხადება (№ .B11162532; 10 ნოე მბერი 2011წ., 15:57:08;)

განმცხადებელი: //

განცხადებით მოთხოვნილია: არასწორად რეგისტრირებული სუბიექტისთვის ხარვეზის დადგენა.

საიდენტიფიკაციო კოდი: 204545457

2011 წლის 4 ნოემბერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურს წარედგინა შპს „ნ ტური საქართველო"-ს (ს/ნ204545457) დირექტორის, გიორგი გურგენიძის (პ/ნ01001021090) განცხადება (კანცელარიაში შემოსული წერილი №168005/17, №B11148753), რომლითაც ითხოვდა მისი, როგორც დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნული ფაქტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას.

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ამავე მუხლით დადგენილი წესით.

„მეწარმეთა შესახებ“საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2011 წლის 10 ნოემბერს, მიღებულ იქნა №B11148753/6 გადაწყვეტილება გიორგი გურგენიძის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

„მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის, „თ" ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოების სარეგისტრაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელს და გვარს, საცხოვრებელი ადგილის მისამართსა და პირად ნომერს.

ვინაიდან, შპს „ნ ტური საქართველოს" (ს/ნ204545457) სარეგისტრაციო მონაცემები ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, წარმოსადგენია ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

„მეწა რ მეთა შესახებ" საქართველოს კანონის 142 მუხლის 1-ლი პუქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი გაუქმება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის დადგენილი წესით. ამავე მუხლის, მე-4 და მე-6 პუნქტით თუ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება იწვევს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შეწყვეტას ისე, რომ მას არ რჩება სამართალმემკვიდრე, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მეწარმე სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რის შესახებაც მიეთითება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ხარვეზის აღმოფხვრამდე ჩერდება რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი არ გაიცემა. ხოლო განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს მეწარმე სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-14 მუხლის ა და „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 142 მუხლის შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:

1. დაუდგინდეს არასწორად რეგისტრირებული სუბიექტისთვის ხარვეზი 204545457 საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებულ სუბიექტს, შპს „ნ ტური საქართველოს".

2. ხარვეზის გამოსასწორებლად განისაზღვროს 30-დღიანი ვადა.

გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (მის.: ქ. თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის ქ. № 2) და მხოლოდ შემდგომ სასამართლოს წესით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ::: მისამართი: ქ.თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ნ.ჩხეიძის ქ. № 2 :::

www.reestri.gov.ge