„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“.
2. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების ან მისი დათხოვნის საფუძველს, ფორმასა და წესს.“.
3. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის ცნება
1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა არის დროებითი, საგანგებო ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების ან მისი დათხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება ხდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. იმავე ნორმატიული აქტით განისაზღვრება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესი.“.
4. მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ვადა
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების ან მისი დათხოვნის შემთხვევაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება შესაბამისი ვადის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების ვადის გასვლისა.“.
6. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების და მისი დათხოვნის საფუძვლები“.
7. მე-4−მე-6 მუხლები ამოღებულ იქნეს.
8. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 61. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ავტონომიურ რესპუბლიკაში
1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერება ან მისი დათხოვნა ხდება საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული ორგანო, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
4. ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას ზედამხედველობს საქართველოს მთავრობა.“.
9. III თავი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
ქუთაისი, 5 თებერვალი 2014 წ. N1977-IIს |