„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მობილიზაცია − ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს შექმნილი სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის საჭიროებისათვის გამოყენებას;“;
ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-6 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში აცხადებს მობილიზაციას;“;
ბ) „გ“−„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებას უწევენ დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გამოძახებას, მოქალაქეებისათვის შეტყობინებას და მათ შემკრებ პუნქტებში გამოცხადებას, აგრეთვე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებათა, სხვა სამობილიზაციო რეზერვებისა და მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“.
4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) უზრუნველყონ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკის შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში მიწოდება;“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მობილიზაციის დროს მუნიციპალიტეტის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამისი სამსახურის გამოძახებით გამოცხადდნენ და მიიღონ განსაზღვრული დავალება;
ბ) შეასრულონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან მიღებული, სამობილიზაციო უწყებით განსაზღვრული მოთხოვნები;“.
6. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მობილიზაციის დროს სამობილიზაციო რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა“.
7. მე-16 და მე-17 მუხლები ამოღებულ იქნეს.
8. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზება
სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში ჩასარიცხ პირთა შემადგენლობის დაკომპლექტების, გაწვევის, სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისაგან გათავისუფლების, სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების (დაჯავშნის) წესი და პირობები, აგრეთვე სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის ვადა განისაზღვრება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
9. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს.
10. VI თავი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.
ქუთაისი, 7 მარტი 2018 წ. N2040-IIს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.03.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2040-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 120160000.05.001.018789.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2040-IIს, 07.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 120160000.05.001.018789 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4100878/