„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
070030000.22.027.016521
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №14

2014 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში (სსმ III, 30.07.2010, №93, მუხ.1374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების, ასევე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა)  მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:

ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა;

ა.ბ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 100 001 ლარიდან 200 000 ლარის ჩათვლით – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა;

ა.გ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 200 001 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლით – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 25 000 ლარისა;

ა.დ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 40 000 ლარისა;

ბ) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება რეაბილიტაციის საქმის წარმოება:

ბ.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე;

ბ.ბ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 100 001 ლარიდან 200 000 ლარის ჩათვლით – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 10 000 ლარზე;

ბ.გ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 200 001 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლით – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 25 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 25 000 ლარზე;

ბ.დ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 500 001 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 50 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 50 000 ლარზე;

ბ.ე) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 1 000 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 150 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 150 000 ლარზე;

ბ.ვ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 5 000 001 ლარიდან 10 000 000 ლარის ჩათვლით – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ  250 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები  250 000 ლარზე;

ბ.ზ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 10 000 000 ლარს – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 500 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები  500 000 ლარზე;

გ) თუ მეურვის ფუნქციის განხორციელებისას რეაბილიტაციის გეგმის განხორციელების შეუძლებლობის გამო შეწყდება რეაბილიტაციის საქმის წარმოება და მოვალის მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში – 5000 ლარი;

ე) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე;

ვ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 200  ლარისა;

ზ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ქონების ნატურით გადაცემისას – ნატურით გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულების 7%.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.02.2014.
როდის იქნა მიღებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 070030000.22.027.016521.
რამდენი მუხლისგან შედგება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №14, 12.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.016521 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2241558/