„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№56-51
სარეგისტრაციო კოდი
010260050.35.101.016714
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56-51

2020 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge22/02/2018; 010260050.35.101.016490) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებიც იმავდროულად არიან სააგენტოს  სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები.

3. სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო, სააგენტოს უფროსის მოადგილეების არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – სამსახურის უფროსი,  სააგენტოს უფროსის ბრძანებით."

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.    ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება დაევალოს  სააგენტოს უფროსის მოადგილეს/მოადგილეებს ან/და სამსახურის უფროსს.“

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახური.“

ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის შემადგენლობაში შედის:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) სასამართლოსთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამმართველო.

გ) საინვესტიციო  პროექტების მართვისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის  სამმართველო.“

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს.”

5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;“.

6. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების მართვისა და განკარგვის სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების  საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება;

ბ) სააგენტოს მიერ ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების  ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის გეგმის განსაზღვრის შემთხვევაში მისი შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გეგმის შემუშავებასა და მარკეტინგული ღონისძიებების განსაზღვრაში მონაწილეობა;

გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის თაობაზე ქონების მართვის სამსახურის მიერ დასადები ხელშეკრულების მომზადება;

დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება/კორექტირებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს სხვა ქვედანაყოფებთან შეთანხმება და სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ქონების) გამიჯვნის, რეგისტრაციის ცვლილების (ფართობის ცვლილების შემთხვევაში) და კორექტირების საკითხების განხილვა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის შესათანხმებლად წარდგენა;

ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული უძრავი ქონების მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ზ) ქონების აუქციონზე გამოცხადებისთვის მომზადების უზრუნველყოფა;

თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების აუქციონის ფორმით განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და აუქციონისთვის მომზადების უზრუნველყოფა;

ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებულ უძრავ ქონებაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით  სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოსთვის  თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შესათანხმებლად წარდგენა;

კ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც – უძრავი ქონების ერთ-ერთი თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ქონების მიმართ გათვალისწინებული მოქმედებებისას (თუ ეს მოქმედებები არ იწვევს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული ნივთის/ წილობრივი მიწის ნაკვეთის შემცირებას ან გაუქმებას), თანამესაკუთრის სახელით შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის მომზადება;

ლ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც უძრავი ქონების ერთ-ერთ თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ნივთის (ქონების) მიმართ გათვალისწინებული მოქმედებები, რომლებიც იწვევენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ქონების შემცირებას ან გაუქმებას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის შესათანხმებლად წარდგენა;

მ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ნ)  სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების  შესრულება;

ო) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.“

ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საინვესტიციო პროექტების მართვისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, სააგენტოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებების კონტრაჰენტების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების შესწავლა/შეფასება კომპეტენციის ფარგლებში (ობიექტის ადგილზე დათვალიერება, დასურათება და ა.შ.);“

7. მე-11 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის უფლება-მოვალეობები“.

ბ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

გ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან/და ქმედების თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სააგენტოს წარმომადგენლობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების  ჩართვის უზრუნველყოფა.“

დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი  შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საინვესტიციო  პროექტების მართვისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის  სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საინვესტიციო მიმართულებით განკარგვასა და სარგებლობასთან დაკავშირებით პოტენციური ინვესტორების ბაზის შექმნა;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საინვესტიციო მიმართულებით განკარგვასა და სარგებლობასთან დაკავშირებით გეგმის შემუშავება;

გ) საინვესტიციო მიმართულებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პოტენციური შემძენის/სარგებლობის უფლების მიმღები/მართვის უფლების მიმღები  პირების იდენტიფიცირება, მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება პოტენციურ პროექტებთან დაკავშირებით, მოლაპარაკების შედეგად სამმართველოს საინვესტიციო ჯგუფის მიერ საინვესტიციო პროექტების შემუშავება და საკითხის მომზადება;

დ) საინვესტიციო პროექტების შემუშავება, რაც გულისხმობს ბაზრის კვლევას, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებას, პროექტის სრული ფინანსური ანგარიშგების შემუშავებას, სამართლებრივ ანალიზსა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ანგარიშის მომზადებას;

ე) პერიოდულად საინვესტიციო ონლაინ-ბროშურის შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სამმართველოს შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი  საინვესტიციო პროექტების შესახებ;

ვ) საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის ან/და სხვა საკონკურსო პირობების მომზადება და ამ მიმართულებით სამმართველოს  კომპეტენციის ფარგლებში სხვა პროცედურულ საქმიანობაში ჩართულობა;

ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვა-განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით დადებული მოქმედი ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;

თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებით კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;

ი) ხელშეკრულებებში ცვლილებების/დამატებების შეტანის მიზნით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ხელშეკრულებების/შეთანხმებების პროექტების     მომზადება;

კ) ხელშეკრულებების მოშლის/შეწყვეტის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ლ) ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების მესამე პირებისათვის სარგებლობის უფლებით (იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, თხოვების ფორმით) გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის მომზადება;

მ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით კონტრაჰენტების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ნ) ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემისას, კონტრაჰენტების მიერ შესრულებული/შესასრულებელი ვალდებულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, სააგენტოს შესაბამისი სამმართველოს მიმართვის საფუძველზე;

ო) სამმართველოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ურთიერთობებში ქონების იპოთეკით, გირავნობით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმით დატვირთვის თაობაზე საკითხის განხილვა;

პ) ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენის/მართვის უფლებით/სარგებლობის უფლებით მიმღები პირის მიმართვის განხილვა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ჟ) დაინტერესებული პირის (ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის (მთავრობის) მოვალისთვის) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხის ქალატ თბილისი მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარსადგენად საკითხის მომზადება;

რ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე აუქციონში გამარჯვებულის ცვლილებასთან, შეძენილი ქონების იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის, მესამე პირზე სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემა;

ს) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ტ) სააგენტოს ან/და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;

უ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება.

8. 111 მუხლი ამოღებულ იქნას.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე