„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.138.016115
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2014 წლის 14 თებერვალი

ქ. ახალციხე

 

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20  ივლისის №21  დადგენილებაში (სსმ V, №3, 30.07.2010 წ., მუხ.29) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:
1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის  სამსახური;

დ) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გამწვანების სამსახური;

ე) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ვ) სახანძრო - სამაშველო სამსახური;

ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.’’.

2. მე-13 მუხლის პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო ელექტრონული ბაზის შექმნა  და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.“

3. მე-13 მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გამწვანების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გამწვანების სამსახური (ტექსტში შემდგომ-სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელების, სივრცითი მოწყობისა და ურბანული დაგეგმარების და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვასა და არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობას და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის წესების პროექტების შემუშავებას და პარკების, სკვერების და მწვანე ნარგავების ზედამხედველობას’’.

4. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31 . ეკონომიკის განვითარების და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფინქციებია: ეკონომიკის განვითარების და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მუნიციპალური ქონების მართვის, მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობას და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის  მართვას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოლეგი სანდროშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.02.2014.
როდის იქნა მიღებული „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.02.2014. მიმღები ორგანო — ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.138.016115.
რამდენი მუხლისგან შედგება „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4, 14.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.138.016115 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2245831/