ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გამწვანების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2014 წლის 14 თებერვალი ქ. ახალციხე |
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გამწვანების სამსახურის
დებულება
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს ამტკიცებს საკრებულო.
4. სამსახურის მოსამსახურეთა შტატებს, დებულების საფუძველზე, ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი არქმშენინსპექციის საკითხებში;
გ) მთავარი სპეციალისტი სამშენებლო ზედამხედველობის საკითხებში;
დ) წამყვანი სპეციალისტი სამშენებლო ზედამხედველობის საკითხებში.
ე)წამყვანი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
ვ) წამყვანი სპეციალისტი გზებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში;
ზ) უფროსი სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და გამწვანების საკითხებში.
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) უშუალოდ წყვეტს სამსახურის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) განსაზღვრავს თანამშრომელთა ფუნქციებს და კომპეტენციებს სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისას, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
დ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გამგებელთან, დაქვემდებარებულ საკითხებზე საჭირო გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების მიღების მიზნით;
ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ვ) კონტროლს უწევს სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ზ) პერიოდულად ისმენს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადებას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
დ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ვ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების შემუშავებას;
ლ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების პროექტების მომზადებას;
მ) დასახლებების განვითარების და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების მომზადებას; დამტკიცებული პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
ნ) ურბანული ტერიტორიების გარე იერსახეზე ზრუნვასა და კონტროლს;
ო) გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრას და რეგულირებას, გარე რეკლამის განთავსების რეგულირებას;
პ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადებას;
ჟ) დასახლებებში გარე განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
რ) გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფაზე წინადადებების მომზადებას; საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგებას;
ს) დასახლებებში გარე განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
ტ) დასახლებებში სახლების ნუმერაციას;
უ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე, დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესებას;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე და ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლს;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ შესრულებაზე კონტროლს;
ი) წინადადებების წარდგენას და პროექტების მომზადება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის გარემოს დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე რეაგირებას;
ლ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსებას, წარმოებას, მკაცრი აღრიცხვის ფორმების მომარაგებას, გადაცემასა და დავების წესების მკაცრად დაცვას;
მ) დადგენილი წესის მიხედვით კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სათანადო დოკუმენტაციის დროულად მომზადებასა და ზემდგომი პირების შექმნილ ვითარებაზე ოპერატიულ ინფორმირებას;
ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწისა და ბუნებრივი რესურსების მართვა.
3. გარემოს დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შემუშავება და განხორციელება.
4. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული პარკების, სკვერების და მწვანე ნარგავების ზედამხედველობა.