განჩინება შპს „გუდვილი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13628-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/13628-13                                                 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2014 წლი ს 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

მოვალე შპს გუდვილი ” ( . 206343991)

დირექტორი - ბესიკ ჯიქურაული

წარმომადგენლები 1. ლაშა ნოდია

                              2. დავით გლუნჩაძე ;

 3. თეა ზაალიშვილი ;

 4. ნინო გელაშვილი.

რეაბილიტაციის მმართველი კომპანია PKF ჯორჯია

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

   

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის გადადების შესახებ და

 

 გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია მოვალე შპს ,,გუდვილის’’ განცხადება. მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით.

2014 წლის 14 თებერვალს კრედიტორთა კრებაზე დამტკიცებულ იქნა რეაბილიტაციის მმართველად კომპანია PKF (ფი ქეი ეფ ჯორჯია).

კრებაზე წარმოდგენილი იქნა კრედიტორების სს ,,თიბისი ბანკის’’ და სხვათა, განცხადება (იხ. დანართი) შპს ,,გუდვილის’’ რეაბილიტაციის მმართველისა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა წრის განსაზღვრის თაობაზე. ჩატარებული კენჭისყრის შედეგებისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისთვის სასამართლოს მიაჩნია, რომ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად კრება უნდა გადაიდოს სხვა დროისათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით რეაბილიტაციის პროცესში რეაბილიტაციის მმართველისა და საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებათა წრეს განსაზღვრავს კრედიტორთა კრება. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველსა და კრედიტორებს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, მისი ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საბანკო გარანტიის ან/და პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოყენება, ასევე კრებაზე განხილული უნდა იქნეს რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 44-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

  

 :

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 17 თებერვალს 15:00 საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი,მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:

1.2. რეაბილიტაციის მმართველისა და საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებათა წრის განსაზღვრის თაობაზე კენჭისყრის შედეგები.

1.2. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის განსაზღვრა.

1. 3. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www. tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში,კერძო საჩივრით,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                    თამარ ჭუნიაშვილი