სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები ხელშეკრულების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№217
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016635
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №217

2014 წლის 10 თებერვალი

 ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები ხელშეკრულების თაობაზე

 „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქარ­თ­ველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესა­ბა­მისად, მოწონებულ იქნეს USAID-სა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის „ზესტაფონი-ქუთაისის“ 23-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების ხელშეკრულება და USAID-სა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შო­რის „გორი-ქარელის“ 20-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუ­შაოების დაფინანსების ხელშეკრულება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                           ირაკლი ღარიბაშვილი