ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო (ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე) გზების მიმდებარე ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№108
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 27/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №108

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო (ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე) გზების მიმდებარე ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსების მიზნით  განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე დასვენებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების ობიექტების განთავსების მიზნით:

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს აუქციონის (კონკურსის) გამოცხადების ფორმით პრეტენდენტების შერჩევა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზისპირა ზოლში, დასვენებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების ობიექტების მშენებლობისათვის.

2. დეპარტამენტმა, დასვენებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების ობიექტების განთავსების მიზნით უზრუნველყოს   ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზისპირა ზოლში არსებული მიწის ნაკვეთების კერძო მესაკუთრეებისაგან გამოსყიდვა „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის“მუხლით (ორგანიზაციული კოდი: 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.   

3. დეპარტამენტმა შესაბამის კონსულტანტებთან ერთად შეიმუშაოს ,,საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიებზე დასვენებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების ობიექტების (დასასვენებელი ადგილები, საზოგადოებრივი კვებისა და სავაჭრო ობიექტები, ტექმომსახურებისა და ავტოგასამართი სადგურები) ოპტიმალური განლაგების სქემა“. აღნიშნული სქემა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას.

4. ,,საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიებზე დასვენებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების ობიექტების (დასასვენებელი ადგილები, საზოგადოებრივი კვებისა და სავაჭრო ობიექტები, ტექმომსახურებისა და ავტოგასამართი სადგურები) ოპტიმალური განლაგების სქემის“დამტკიცებამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალების – წითელი ხიდი-თბილისი-სამტრედია-ფოთი-სარფის მონაკვეთებზე, საპროექტო გადაწყვეტილებით განსაზღვრულ წინამდებარე გზების პერსპექტიული განვითარების ზოლში, არ იქნეს განთავსებული ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სახის ობიექტი.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური