„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:
„მუხლი 271. საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის
1. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე არ ვრცელდება ამ კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნები.
2. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ხდება „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 ივლისი.
№5262–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.07.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5262. სარეგისტრაციო კოდი — 010.110.000.04.001.002.991.
- სად არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე, №5262, 11.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.04.001.002.991 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22564/