„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა
1. საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად შეიძლება აღუდგეს პირს, რომელიც განცხადების შეტანის მომენტისთვის არ არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:
ა) არამართლზომიერად;
ბ) მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად;
გ) მშობლების არჩევანის შედეგად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება, თუ იგი განცხადების შეტანის მომენტისთვის მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აკმაყოფილებს ამ კანონის 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 261 მუხლის მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს, რომელიც განცხადების შეტანის მომენტისთვის მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება აღუდგეს, თუ მას საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 11 ივლისი.
№1390–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.07.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.07.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1390. სარეგისტრაციო კოდი — 010.110.000.04.001.003.550.
- სად არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1390, 11.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.04.001.003.550 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/89452/