„კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 ივლისის №508 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№242
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 23/02/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №242

2010 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

„კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 ივლისის № 508 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგ­ლებისა და მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2009 წლის 14 ივლისის № 508 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

„საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის სამთავრობო კომი­სიის შექმნის შესახებ“;

ბ) განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში მსოფლიო კულტუ­რული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის დანერ­გვის ხელშეწყობის, ამ მიმართულებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყე­ბებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების, საქართველოს მსოფ­ლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის, წარ­­მოჩენისა და ახალი ნომინაციების მომზადების სტრატეგიისა და სამოქმედო პროგრამების შემუშავების მიზნით, შეიქმნას სა­ქარ­თველოს მსოფლიო მემკვიდრეობის სამთავრობო კომისია შემ­დეგი შემადგენლობით:

 

ნიკოლოზ რურუა

 

საქართველოს კულტურის, ძეგლთა და­ც­ვისა და სპორტის მინისტრი, კომი­სიის თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გრიგოლ ვაშაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნისტრი, საქართველოს იუნესკოს საქ­მეთა ეროვნული კომისიის პრეზიდენტი

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი

 

სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი

ლაშა მაქაცარია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერი­ტო­რიულ ერთეულებში (ბაღდათის, ვა­ნის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამ­ტრე­­­დიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალ­ტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხო­ნის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ქუთაისი) სახელმწიფო რწმუნებუ­ლი – გუბერნატორი 

ზურაბ პოლოლიკაშვილი

საქართველოს ეკონომიკური განვითა­რე­ბის მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი

 

საქართველოს რეგიონული განვითარე­ბისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

გიორგი ჩალაძე

 

საქართველოს კულტურის, ძეგლთა და­ცვისა და სპორტის მინისტრის მო­ად­გილე

ცეზარ ჩოჩელი

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერი­ტო­რიულ ერთეულებში (დუშეთის, თი­ა­­­ნე­თის, მცხეთისა და ყაზბეგის მუ­ნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუ­ნე­ბუ­ლი – გუ­ბერნატორი 

გიორგი ხაჩიძე

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

 

2. ეთხოვოს საქართველოს საპატრიარქოს კანდიდატურის წარ­მოდგენა სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.

3. კომისიის მუშაობის ეფექტიანად წარმართვის, განსახილ­ველი მასალების მომზადებისა და შემდგომი კოორდინაციის მიზ­ნით კომისიის მიერ იქმნება სამუშაო ჯგუფი ზემოაღნიშნული უწყებე­ბის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი ეპარქიე­ბის წარმომადგენელთა მონაწილეობით.“.

 პრემიერ-მინისტრი                                                                                ნ. გილაური