საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№668
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 02/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №668

2010 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შემსწავლელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:

დავით ტყეშელაშვილი –საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი  – სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი

ლაშა გოცირიძე –საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ზურაბ ალავიძე –საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ოთარ ნადარაია –საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი

ზურაბ ბრეგვაძე –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2. სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყოს  საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა.

3. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შემსწავლელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.

პრემიერ-მინისტრი                     ნ.გილაური