1. შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) წარმოადგენს იმ ძირითადი პრინციპების ერთობლიობას, რომლებიც
არეგულირებს შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომელთა (შემდგომში – შიდა აუდიტორები) ქცევის წესს სახელმწიფო შიდა აუდიტის საქმიანობის განხორციელების პროცესში.
2. კოდექსის მიზანია შიდა აუდიტის საქმიანობაში მაღალი ეთიკური კულტურის დამკვიდრება და შიდა აუდიტორთა მიერ პროფესიული ვალდებულებების სრულყოფილად და ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობა.
3. კოდექსი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“, საქართველოს კანონმდებლობასა და
საერთაშორისო შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის პრინციპებსა და ნორმებს