შიდა აუდიტორებმა უნდა დაიცვან შემდეგი პრინციპები:
ა) პატიოსნება, რაც წარმოშობს ნდობას და, ამდენად, წარმოადგენს შიდა აუდიტორთა განსჯისადმი ნდობის საფუძველს;
ბ) ობიექტურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შიდა აუდიტორული შემოწმებისას ინფორმაციის შეგროვების, შეფასების და გავრცელების დროს შიდა აუდიტორები ამჟღავნებენ მაღალი დონის პროფესიონალურ ობიექტურობას. მოსაზრების ჩამოყალიბებისას შიდა აუდიტორები ახდენენ ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გაწონასწორებულ შეფასებას და არ ექცევიან საკუთარი ან სხვა პირთა ინტერესების გავლენის ქვეშ;
გ) კონფიდენციალურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შიდა აუდიტორები პატივს სცემენ მიღებულ ინფორმაციას და საკუთრების პრინციპს და არ ამჟღავნებენ მას შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე, იმ გამონაკლისი შემთხვევის გარდა, როცა ინფორმაციის გამჟღავნება ნაკარნახევია სამართლებრივი ან პროფესიული მოვალეობებით;
დ) კომპეტენტურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შიდა აუდიტორები იყენებენ იმ ცოდნას, უნარებსა და გამოცდილებას, რომლებიც აუცილებელია შიდა აუდიტორული საქმიანობისათვის